- ვნახე და გავარჩიე ჯგუფის წევრების ბუკლეტები, ვიმსჯელე მათ უარყოფით და დადებით მხარეებზე. წავიკითხე პროექტებისათვის შექმნილი კითხვები: ზოგადი კითხვები
- თემატური კითხვები
- შინაარსობრივი კითხვები
- ვისწავლე ბლოგის მთავარი გვერდის შექმნა.
- ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს დავუგზავნეთ ბლოგის მისამართები.
- სახელმძღვანელოს გამოყენებით გავეცანი "საავტორო უფლებებს", ანუ რა ინფორმაცია და რა ოდენობით შეიძლება გამოვიყენო პროექტებზე მუშაობის დროს.
- გავეცანი საიტებს, საიდანაც შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება.
- ვისწავლე როგორ გავაკეთო პროექტის რესურსების ჩამონათვალი: ძირითადი რესურსი და სხვა რესურსი.
- მოგვეცა საშინაო დავალება: პროექტების პრეზენტაციის გაკეთება.
Thursday, March 27, 2014
მეოთხე დღე
მეოთხე დღე
Wednesday, March 26, 2014
მესამე დღე
მესამე დღე
- დავათვალიერე და განვიხილე ჯგუფის წევრების პროექტებისთვის დამზადებული ბუკლეტები.
- გავეცანი დრაიფში მუშაობას.
- სახელმძღვანელოდან განვიხილე კვლავ პროექტის გეგმის ნაწილი.
- ვისწავლე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
- განვიხილე შეფასების დროის ჩარჩო.
- გავეცანი პრეზენტაციის მომზადებას და სლაიდ შოუს გაშვებას.
Monday, March 24, 2014
მეორე დღე
მეორე დღე
- დავიწყე საკუთარი ბლოგის შექმნით. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან პირველად გავეცანი ბლოგის დანიშნულებას.
- ვისწავლე სურათებისა და ზოგადად ინფორმაციის მოძიება google-ის საშუალებით. ამ ცოდნას გამოვიყენებ პროექტის მომზადებისას.
- ვისწავლე ბუკლეტის გაფორმება სურათებით და ტექსტით.
- ვისწავლე ჩეკლისტის შევსება.
- დავიწყე პროექტის გეგმის დაწერა.
Thursday, March 20, 2014
პირველი დღე
- პირველი გაკვეთილი იყო მეტად საინტერესო. მე გავეცანი ჯგუფის წევრებს და ტრენერს. ჯგუფის წევრები სხვადასხვა საგნის პედაგოგები არიან. მივხვდი, რომ მათგან ბევრი საინტერესო ინფორმაციის გაგება შეიძლებოდა.
- ჯგუფის თითოეულმა წევრმა ერთმანეთს და ტრენერს ელ.ფოსტით გავუგზავნეთ ჩვენი მონაცემები. მანამდე ვისწავლე ახალი ელ.ფოსტის შექმნა. პრაქტიკულად გამოვიყენე ელ.ფოსტის შესაძლებლობები.
- გავეცანი ტრენინგის ელექტრონულ სახელმძღვანელოს. ვისწავლე მისი გამოყენება,რაც დამეხმარება შემდგომში პროექტების კეთებაში. შევქვენი პორფოლიო.
- ჩვენი ჯგუფი ტრენერმა დაყო სამ ქვეჯგუფებად. თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა სახელმძღვანელოში განხილული თითო პროექტის პრეზენტაცია.
- შევედი მასწავლებელთა უკვე შექმნილ ბლოგებზე. გავეცანი პროექტებს.
Subscribe to:
Posts (Atom)