Tuesday, April 15, 2014

მეცხრე დღე

მეცხრე  დღე



დღეს ბოლო დღეა.
გიორგი შეგეჩვიეთ და გული მწყდება რომ დასრულდა ეს ტრენინგი!
ბევრი, ბევრი და უამრავი რამ ვისწავლე.
მადლობა თქვენ, გიორგი!
ჩვენ სერთტიფიკატები მივიღეთ!

Thursday, April 10, 2014

მერვე დღე

მერვე  დღე



  • გავარჩიეთ პროექტის მიმდინარეობის გეგმა.
  • სახელმძღვანელოს გამოყენებით ვისწავლეთ ფასილიტაცია-დახმარება.
  • საშინაო დავალებად გვაქვს სხვადასხვა აქტივობებისთვის მოვიფიქრო ჩექლისტები-მოსწავლეების  დასახმარებლად.
  • შემდეგ შეხვედრაზე გვექნება შესწავლილი მასალების შეჯამება.
  • საიტერესო იქნება, ცოტას ვღელავ. 

ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე

ვიცი, მინდა ვიცოდე,  ვისწავლე შეფასება

Tuesday, April 8, 2014

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღე

  • ეს დღე დავიწყეთ შეფასებებით,რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საინტერესოა და ძალიან რთული, ყველამ თავისი მოსაზრება გამოთქვა!!!


Thursday, April 3, 2014

მეექვსე დღე

მეექვსე    დღე


  • დავიწყე  ჯგუფის წევრების პროექტების გარჩევით. 
  • ტრენერმა გაგვაცნო და გვასწავლა პორთფოლიოს დრაივზე განთავსება.
  • სახელმძვანელოს დახმარებით ვნახე  როგორ შეიძლება მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასება.
  • საშინაო დავალებად მაქვს გაზეთის, ბუკლეტისა და პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმების შემუშავება.

მეხუთე დღე

დღე მეხუთე

  • მე მოვისმინე ჩემი ჯგუფის წევრების პროექტის პრეზენტაციები. მომეწონა მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების თემატიკაც და გადაჭრის გზებიც.
  • ჯგუფის წევრებს ბლოგის საშუალებით მივწერე კომენტარები.



  • ეს დღე საინტერესო იყო ჩემთვის. ვისწავლე ვიდეო- ჩანაწერის მოძებნა,გადმოწერა და ბლოგზე განთავსება.
  • მასწავლებლის სახელმძღვანელოდან გავეცანი როგორ  იქმნება სასწავლო ნიმუშები.
  • ტრენინგის ხელმძღვანელთან ერთად შევარჩიე პროექტის გაზეთის ფორმა და შევეცადე მის დამუშავებას.
  • გავეცანი გაზეთის ჩეკლისტის ფორმას.
  • მივიღე შემდეგი დღის დავალება.
  • ჩემთვის ამ ყველაფრის კეთება რთულია, მაგრამ ვცდილობ შეძლებისდაგვარად გავაკეთო ყველაფერი.

Thursday, March 27, 2014

მეოთხე დღე

მეოთხე  დღე

  • ვნახე და გავარჩიე ჯგუფის წევრების ბუკლეტები, ვიმსჯელე მათ უარყოფით და დადებით მხარეებზე.  წავიკითხე პროექტებისათვის შექმნილი  კითხვები:                                                                                        ზოგადი კითხვები 
  •                           თემატური კითხვები
  •                                     შინაარსობრივი კითხვები
  • ვისწავლე ბლოგის მთავარი გვერდის შექმნა.
  • ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს დავუგზავნეთ ბლოგის მისამართები.
  • სახელმძღვანელოს გამოყენებით გავეცანი "საავტორო უფლებებს", ანუ რა ინფორმაცია და რა ოდენობით შეიძლება გამოვიყენო პროექტებზე მუშაობის დროს.
  • გავეცანი საიტებს, საიდანაც შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება.
  • ვისწავლე როგორ გავაკეთო პროექტის რესურსების ჩამონათვალი: ძირითადი რესურსი და სხვა რესურსი.
  • მოგვეცა საშინაო დავალება:  პროექტების პრეზენტაციის გაკეთება. 

Wednesday, March 26, 2014

მესამე დღე


მესამე   დღე

  • დავათვალიერე და განვიხილე ჯგუფის წევრების პროექტებისთვის დამზადებული ბუკლეტები.
  • გავეცანი დრაიფში მუშაობას.
  • სახელმძღვანელოდან განვიხილე კვლავ პროექტის გეგმის ნაწილი.
  • ვისწავლე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
  • განვიხილე შეფასების დროის ჩარჩო. 
  • გავეცანი პრეზენტაციის მომზადებას და სლაიდ შოუს გაშვებას.

Monday, March 24, 2014

მეორე დღე

მეორე    დღე 


  • დავიწყე საკუთარი ბლოგის შექმნით. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან პირველად გავეცანი ბლოგის დანიშნულებას.
  • ვისწავლე სურათებისა და ზოგადად ინფორმაციის მოძიება google-ის საშუალებით. ამ ცოდნას გამოვიყენებ პროექტის მომზადებისას.
  • ვისწავლე ბუკლეტის გაფორმება სურათებით და ტექსტით.
  • ვისწავლე ჩეკლისტის შევსება.
  • დავიწყე პროექტის გეგმის დაწერა.

Thursday, March 20, 2014

პირველი დღე

პირველი  დღე




  •  პირველი გაკვეთილი იყო მეტად საინტერესო. მე გავეცანი  ჯგუფის წევრებს და ტრენერს. ჯგუფის წევრები სხვადასხვა საგნის პედაგოგები არიან.  მივხვდი, რომ მათგან ბევრი საინტერესო ინფორმაციის გაგება შეიძლებოდა. 
  • ჯგუფის თითოეულმა წევრმა ერთმანეთს და ტრენერს ელ.ფოსტით გავუგზავნეთ ჩვენი მონაცემები. მანამდე ვისწავლე ახალი ელ.ფოსტის შექმნაპრაქტიკულად გამოვიყენე ელ.ფოსტის შესაძლებლობები.
  • გავეცანი ტრენინგის ელექტრონულ სახელმძღვანელოს. ვისწავლე მისი გამოყენება,რაც დამეხმარება შემდგომში პროექტების კეთებაში. შევქვენი პორფოლიო.
  • ჩვენი ჯგუფი ტრენერმა დაყო სამ  ქვეჯგუფებად. თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა სახელმძღვანელოში განხილული თითო პროექტის პრეზენტაცია. 
  • შევედი მასწავლებელთა უკვე შექმნილ ბლოგებზე. გავეცანი პროექტებს.